03 მაისი 2024,   03:09
ვრცლად
ქავთარაძეზე აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია - დაშავებულს სხეულის 45% დაეწვა

ქავთარაძის ქუჩაზე აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ძლიერი აფეთქების გამო, საცხოვრებელი კორპუსის ერთი კედელი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 35 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა, მას სხეულის 45% დამწვარი აქვს.

„ხანძარი ლიკვიდირებულია, დაიწვა 50 კვადრატამდე საცხოვრებელი ფართი და მასში განთავსებული ნივთები, სავარაუდოდ, ხანძარი გამოიწვია გაზის გაჟონვამ და შემდეგ აფეთქებამ,“ - განაცხადა მეხანძრემ, თამაზ ჟამერაშვილმა.

დაშავებულს საავადმყოფოში ამ წუთებში ოპერაციას უკეთებენ. მამაკაცი აფეთქების შემდეგ სახლიდან საკუთარი ფეხით გამოვიდა. მეზობლების ინფორმაციით, დაშავებული შემთხვევის დროს აბაზანაში იმყოფებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები