06 მაისი 2024,   18:50
ვრცლად
არაობიექტური შერჩევა მიმდინარეობდა - "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" ევროსასამართლოში წარსადგენ კანდიდატებზე

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესი არაობიექტური იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციაში პროცესს უარყოფითად რიგი მიზეზების გამო აფასებენ.

„არაობიექტური შერჩევა მიმდინარეობდა იმიტომ, რომ წინასწარ განსაზღვრული იყო, ვის უნდა მიეღო ხმები და ვინ უნდა გასულიყო. ჩვენ ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, ყოველ შემთხვევაში და ბუნებრივია, ამგვარ პროცესში ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებდით. ჩვენი აზრით, არსებობდა ძალიან ბევრი კანდიდატი და ბევრი ღირსეული კანდიდატი საერთოდ ვერ მოხვდა ამ სიაში. აუცილებელია, საზოგადოებამ იცოდეს, რამ განაპირობა ერთი კანდიდატის მოხვედრა და მეორის დაბლოკვა. ამაზე პასუხები არ გვაქვს და ჩვენ დადებითად მთლიან პროცესს ვერ შევაფასებთ,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერმა, გიორგი გვილავამ.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა კომისია დატოვეს.

გიორგი გვილავას თქმით, არასამთავრობოებისთვის უცნობია, თუ რა კრიტერიუმებით გაცხრილეს სია და შეარჩიეს კონკრეტული კანდიდატები.

ამავე თემაზე
დღის ამბები