06 მაისი 2024,   19:41
ვრცლად
ხანძარი ნაფეტვრებში - ადგილზე 4 სახანძრო მანქანაა მობილიზებული

ნაფეტვრებში ხანძარია. ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" სახანძრო-სამაშველო სამსახურში დაუდასტურეს. ადგილზე 4 სახანძრო მანქანა და 20-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.

ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს გაჩნდა, თუმცა ცეცხლის ლოკალიზება უკვე მოხერხდა და როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

 

 

დღის ამბები