06 მაისი 2024,   21:18
ვრცლად
აბასთუმანში ავიაცია დღეს შეწყვეტს მუშაობას - ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს კი ცოცხალი ძალა გააგრძელებს

აბასთუმანში ავიაცია მუშაობას დღის ბოლოს დაასრულებს. ცეცხლის ღია კერები თითქმის აღარ არსებობს, ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომპანია „თუშეთის“ წარმომადგენლის განცხადებით, ავიაციამ აბასთუმნის დაცულ ტერიტორიაზე ხანძრის ლოკალიზების მიზნით ყველაფერი გააკეთა.

აბასთუმნის დაცულ ტერიტორიებზე დარჩენილ ცეცხლის კერების ჩაქრობას დღეიდან ცოცხალი ძალა შეეცდება.

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის თქმით, ტყეში არსებულ ცეცხლის კერებთან მისასვლელად უკვე გაყვანილია გზები, სადაც სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მისვლას შეძლებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები