06 მაისი 2024,   22:14
ვრცლად
ეს გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, არ არის ობიექტური - ნანუაშვილი ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე

„მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, არ არის ობიექტური,“ - ასე აფასებს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი სტრასბურგის სასამართლოსთვის კანდიდატების შერჩევას.

უჩა ნანუაშვილი მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უნდობლობას უცხადებს და არ გამორიცხავს, რომ საქართველოს სია კიდევ ერთხელ, მესამედაც უკან დაუბრუნდეს.

„ყველაზე დიდი კითხვის ნიშნები სწორედ აქ ჩნდება. რამდენად ობიექტურია ეს გადაწყვეტილება, რომელიც კომისიამ მიიღო. მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში, არ არის ობიექტური. რეალურად, უფრო მეტად კონკურსის ილუზია იყო შექმნილი, რაც საბოლოო ჯამში, სწორედაც რომ გამოვლინდა იმაში, რომ რამდენჯერმე ჩაიშალა და გაგრძელდა კონკურსი. საერთოდ სჯობდა, ხელისუფლებას საერთოდ არ ჩაეტარებინა კონკურსი და პირდაპირ გაეგზავნა კონკრეტული კანდიდატები, ვიდრე ასეთი ილუზია შეექმნა კონკურსის,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენად ორი კანდიდატად უკვე შეარჩია, ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.

დღის ამბები