06 მაისი 2024,   20:11
ვრცლად
სოფელ ნაფეტვრებში ხანძარმა საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა

სოფელ ნაფეტვრებში ხანძარმა საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა. ხის 3 სახლი დაზიანდა, ხოლო ერთი მშენებარე ნაგებობის ხარაჩოები მთლიანად დაიწვა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ცეცხლი თავდაპირველად მიტოვებულ სახლში გაჩნდა.

„იმ ადგილას მოსახლეობა არ არის და მიტოვებული სახლებია. რაღაც სასწაულით გაჩნდა,“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ცეცხლის ძირითადი კერების ლოკალიზება შეძლეს, თუმცა მცირე კერები ჯერ კიდევ არის, რომელთა ჩასაქრობად ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები