06 მაისი 2024,   19:56
ვრცლად
რადიო „ჰერეთი“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უჩივის

რადიო „ჰერეთი“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სასამართლოში ჩაშლილი კონკურსის გამო უჩივის. რადიოს დირექტორის მტკიცებით, კონკურსში ბათუმში მაუწყებლობის მოპოვების შესახებ „ჰერეთი“ და „პალიტრა“ მონაწილეობდა.

ჟიურიმ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, რის გამოც კონკურსი ჩაიშალა. რადიო „ჰერეთი“ მარეგულირებელი ორგანოს წევრებს არაობიექტურობაში ადანაშაულებს.

ბრალდებებს მარეგულირებელ კომისიაში უპასუხეს და აღნიშნეს, რომ ორივე კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია კონკურსის მოთხოვნებს შეესაბამებოდა. თუმცა, მარეგულირებელ კომისიაში აღნიშნავენ, რომ სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ კომისიამ ვერცერთ კონკურსანტს უპირატესობა ვერ მიანიჭა, რამაც კონკურსის ჩაშლა გამოიწვია.

დღის ამბები