06 მაისი 2024,   20:58
ვრცლად
სკრებულოს უმრავლესობა აკეთებს ყველაფერს, რომ ჩვენ არ დავსვათ მწვავე კითხვები - მარინა დათუკიშვილი

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მარინა დათუკიშილი აცხადებს, რომ საკრებულოში სხდომა ფორსმაჟორულ სიტუაციაში დანიშნეს. უმრავლესობად სხდომის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება 2 საათით ადრე მიიღო და ამის გამო ოპოზიციამ მას ბოიკოტი გამოუცხადა.

მარინა დათუკიშვილის განცხადებით, უმრავლესობამ ეს გადაწყვეტილება სწორედ იმიტომ მიიღო,  რათა ოპოზიციას მასზე დასწრებისა და კრიტიკული შეკითხვების დასმის შესაძლებლობა არ მისცემოდა.

„ქართული ოცნება“ აკეთებს ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა ამ სხდომაზე დასწრების, იმიტომ რომ ჩვენი გეგმები არის სხვანაირი და შესაბამისად, არ გვეძლევა საშუალება, ფიზიკურად, სხდომაზე მოვახერხოთ მისვლა და აკეთებენ ყველაფერს, რომ ჩვენ არ დავსვათ მწვავე კითხვები,“ - განაცხადა მარინა დათუკიშვილმა.

დღის ამბები