06 მაისი 2024,   20:13
ვრცლად
თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ჩუღურეთის მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო

თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია დღეს ჩუღურეთის განვითარების და რეაბილიტაციის შესახებ საუბრობდა.  ჩუღურეთის რაიონის განვითარება და მისი რეაბილიტაცია, ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მერობის კანდიდატი ფიქრობს, რომ რკინიგზის გადატანისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის შემთხვევაში, ჩუღურეთი ტურისტულ ცენტრად გადაიქცევა.

ელენე ხოშტარია მოსახლეობასთან შეხვედრას და მათი პრობლებეის ადგილზე გაცნობას განაგრძობს. რამდენიმე დღით ხოშტარია სვანეთის უბანში იცხოვრებს, ხალხის პრობლემებს შეისწავლის და შემდეგ მათი მოგვარების გეგმას საარჩევნო პროგრამაში გაწერეს.

ავტორი:თამთა ჯიქია.

დღის ამბები