26 აპრილი 2024,   08:50
ვრცლად
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ვიდრე საბოლოოდ დაამტკიცებს შესწორებულ პროექტს, შეიტანოს ცვლილებები - ჯანი ბუკიკიო

ვენეციის კომისიის თავმჯდომარე, ჯანი ბუკიკიო, განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დიალოგის გამართვა აუცილებლებელია.

ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჩაშლილი მოლაპარაკებებისა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შეცვლის გამო, იმედგაცრუებას გამოთქვამს. 

„პროპორციული სისტემის შემოღების გადადება 2024 წლისთვის ისევე, როგორც საქართველოს პოლიტიკური პარტიების მხრიდან მუდმივი მარცხი, მიეღწიათ კონსესუსისთვის შესწორებული კონსტიტუციისთვის მოლაპარაკებების გზით, იმედგაცრუბას იწვევს. 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქართულმა პარტიებმა თავად გამართონ შემდგომი მოლაპარაკებები. ამ პროცესში ვენეციის კომისიის ჩართულობა საჭირო არ არის. მოვუწოდებთ ყველა პარტიას, მიაღწიონ ფართო კონსესუსს ტექსტზე კონსტრუქციული დიალოგის გზით.

"ველით, რომ უახლოეს მომავალში მივიღებთ შესწორებული კონსტიტუციის პროექტს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და გამოვაქვეყნებთ ჩვენს მოსაზრებას მის შესახებ ერთ თვეში. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ვიდრე საბოლოოდ დაამტკიცებს შესწორებულ პროექტს, შეიტანოს ცვლილებები ამ მოსაზრების გათვალისწინებით და ყველა ქართულ პოლიტიკური პარტიასთან დიალოგის გზით,“ - აღნიშნულია ჯანი ბუკიკიოს განცხადებაში.

დღის ამბები