26 აპრილი 2024,   09:14
ვრცლად
ე.წ. კორტების საქმე და ზეწოლა მთავარ მოწმეზე - "კურიერის" სკანდალური აუდიოჩანაწერი

ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას, მეუღლემ რუსთავი2-ს სკანდალური ფარული ჩანაწერი გადასცა. აუდიოჩანაწერში ე.წ. კორტების საქმეზე პროკურატურის მთავარი მოწმე, კობა გოგატიშვილი, ფირცხალავას მეუღლეს პროკურატურის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე ესაუბრება.

გოგატიშვილი ირაკლი ფირცხალავას მეუღლეს 30 აგვისტოს, დღის 12 საათზე, დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა. ოქროს მოწმე ფირცხალავას ცოლს შეუთანხმდა, რომ პირადად მოუყვება, რატომ მისცა მამხილებელი ჩვენება სასამართლოს მისი მეუღლის -  ირაკლი ფირხალავასა და ყოფილი სპეცრაზმელის, გიორგი ცააძის, წინააღმდეგ.

40-წუთიან აუდიოჩანაწერში მოწმე მთავარი პროკურორის მოადგილეს, მამუკა ვასაძეს და საქმის გამომძიებელს, კახა სვანაძეს, რამდნჯერმე ახსენებს და ამბობს, რომ მათი ზეწოლის დამდასტურებელი აუდიოჩანაწერები აქვს. ყვება, რომ მსაჯვრდებულების წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ, პროკურატურის მაღალჩინოსნები მას თანხას დაჰპირდნენ, დანაპირები კი არ შეუსრულეს.

ნინო ხვიტია აცხადებს, რომ სახალხო დამცველის ოფისთან მოწმე ავტომობილით მიიყვანა და ეს კამერებმაც დააფიქსირეს. სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან, ხვიტიას მტკიცებით, მოწმემ იგივე გაიმეორა, რომ ცრუ ჩვენება პროკურატურის მიერ განხორიცელებლი ზეწოლის გამო მისცა.

სკანდალურ ბრალდებაზე პროკურატურის ოქროს მოწმე აცხადებს, რომ ჩანაწერი, რომელიც მოსმენლი არავის ჰქონდა, სრული არ არის.

დაინტერესდება თუ არა პროკურატურა აუდიოჩანაწერის ავთენტურობით, უცნობია. ირაკლი ფირცხალავას მეუღლე კი მზად არის, ჩანაწერის ექპერტიზა ჩატარდეს და დარმუნებულია, რომ მისი ავტენტურობა დადასტურდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები