26 აპრილი 2024,   09:12
ვრცლად
რუსთავი ისეთ ადგილზეა, რომ ქარია ხშირად - ბურჯანაძის ბლოკის კანდიდატი რუსთავში დასუფთავების პრობლემაზე

ბურჯანაძე-დემოკრატების მერობის კანდიდატი რუსთავში, ჯაბა დუგლაძე, რუსთავში დასუფთავების პრობლემაზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ქალაქი ყოველ დილას სუფთავდება, მაგრამ ნაგვის არსებობას ქალაქში ქარის არსებობით ხსნის.

„რუსთავი ისეთ ადგილზეა, რომ ქარია ხშირად და მერე, ალბათ, ეს ნაგავი არ გადის თავის დროზე, სადაც უნდა წავიდეს და იყოს დალუქული და დაკონსერვებული და იბნევა ქალაქში,“ - აცხადებს ჯავა დუგლაძე.

მისი თქმით, მოსახლეობის ნებაც არ არის, რომ სისუფთავე შენარჩუნდეს. 

დღის ამბები