10 მაისი 2024,   13:36
ვრცლად
აუდიტის სამსახურში "ქართული ოცნების" და "ევროპული საქართველოს" შემომწირველების გამოკითხვა დღეს გაგრძელდება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში "ქართული ოცნების" და "ევროპული საქართველოს" შემომწირველების გამოკითხვა დღეს გაგრძელდება. უწყებაში ორივე პარტიიდან დღეისთვის 4 პირია დაბარებული.

პროცესი აუდიტის სამსახურმა გუშინ დაიწყო, უკვე გამოკითხეს უმცირესობის 2 შემომწირველი. გამოკითხვაზე დაბარებული იყო "ქართული ოცნების" შემომწირველიც, თუმცა ის არ გამოცხადდა.

აუდიტის სამსახურს კითხვები სულ 14 პირთან აქვს, მათგან რვა უმრავლესობის, ექვსი კი "ევროპული საქართველოს" შემომწირველია.

დღის ამბები