02 მაისი 2024,   09:03
ვრცლად
პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სიტუაცია კოტე იოსელიანის სიმამრის მისვლის შემდეგ დაიძაბა

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკავებულების ადვოკატის მისვლას ელოდებიან. ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კოტე იოსელიანის, ოჯახის წევრები პოლიციის სამმართველოსთან მივიდნენ.

სამმართველოსთან სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც კოტე იოსელიანის სიმამრმა ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა მისი სიძე შენობაში.

მან სცადა სამმართველოს ეზოში შესვლა, თუმცა, სამმართველოს თანამშრომლებმა არ მისცეს ამის საშუალება.

ადვოკატის ინფომრაციით, კოტე იოსელიანის გარდა, დაკავებულები არიან კიდევ ორი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - მიხეილ კაკაურიძე და თორნიკე ბიკაშვილი.

ადვოკატის თქმით, ასევე დაკავებულები არიან ენმ-ის ორი წევრი - ბესო გაზრდელიანი და გიორგი ბოტკოველი.

შსს 5 პირის დაკავების ფაქტს არ ადასტურებს და უწყების ინფორმაციით, მხოლოდ ორი პირი არის დაკავებული აქციაზე.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 5 პირი დააკავეს ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა ორი მუხლით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით.

ენმ საკრებულოს შენობის წინ აქციას მართავს. ოპოზიცია ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის მიწების გადაცემას აპროტესტებს.

საკრებულომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო გადაწყვეტილება და ბიძინა ივანიშვილს თბილისის ცენტრში მიწები გადასცა.

დღის ამბები