02 მაისი 2024,   10:47
ვრცლად
დღეს თავმჯდომარე იყო ადეკვატური და ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო - ჯაბა ჯიშკარიანი

„დღეს თავმჯდომარე იყო ადეკვატური და ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო მან იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებაც მან მიიღო,“ - ეს განცხადება ქართული ონცების წევრმა, ჯაბა ჯიშკარიანმა, საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმადაც, ყოფილ პრემიერს თბილისში მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად გადაეცა.

ჯიშკარიანი ოპოზიციის წევრების საკრებულოს შენობაში არშეშვენის საკითხთან დაკავშირებითაც საუბრობს და ამბობს, რომ ეს გამომდინარეობდა იქიდან, თუ რა ხდებოდა 29 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ისინი ცდილობდნენ საკრებულოს სხდომის ჩაშლას.

ჯიშკარიანის თქმით, ოპოზიციის წევრები დღეს სხდომის ჩაშლას გეგმავდნენ.

„ვერ მოვართვით ეს ნაციონალურ მოძრაობას. საზოგადოების დაკვეთას ყოველთვის გავითვალისწინებთ და დღეს რაც მოხდა, ისე მოვიქცევით ყოველთვის. საზოგადოების დაკვეთა არის სიმშვიდე, ქალაქის წინსვლა და ვერ შევწირავთ ზაალ უდუმაშვილის პოზიორობას და გაქაჩვის მცდელობას ჩვენი ქალაქის და თბილისელების ინტერესებს,“ - აცხადებს ჯიშკარიანი.

ჯიშკარიანის თქმით, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 120 მანქანაზე გათვლილი პარკინგი გაკეთდება. 

დღის ამბები