26 აპრილი 2024,   08:44
ვრცლად
Discovery channel-მა ქართული ღვინის შესახებ ვიდეო რგოლი მოამზადა

Discovery channel-მა ქართული ღვინის შესახებ ვიდეო რგოლი მოამზადა. კლიპში საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ქართული კულტურის, ღვინის დამზადების ტრადიციის, ქვევრისა და ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებ საუბრობს.

ვიდეო რგოლში ტურისტულად მიმზიდველი ადგილებია ნაჩვენები. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიის კლიპი საქართველოს შესახებ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მილიონობით მაყურებელმა იხილა.

ვიდეო კლიპი საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში მიმდინარე ღვინის გამოფენას ეძღვნება. 

დღის ამბები