26 აპრილი 2024,   09:02
ვრცლად
ბიორკი კონცერტების პარალელურად, საქართველოში მოგზაურობას გეგმავს

ბიორკი თბილისში 27 ოქტომბერს ჩამოვა. ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი დედაქალაქში ორ კონცერტს გამართავს.

მსმენელის წინაშე ის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი ინსტრუმენტების თანხლებით წარსდგება. კონცერტების პარალელურად, ბიორკი საქართველოში მოგზაურობას და ქართული კულტურის გაცნობასაც გეგმავს.

მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი თბილისში SOU ფესტივალის ფარგლებში ჩამოდის.

დღის ამბები