30 აპრილი 2024,   12:12
ვრცლად
მეტრო "300 არაგველის" ტერიტორიაზე დაკავებული სამივე პირი თავისუფალია

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტრო "300 არაგველის" ტერიტორიაზე დაკავებული სამივე პირი გაათავისუფლა. მათ მხოლოდ გაფრთხილება მიიღეს.

მამა-შვილი ვაჟა და ვანო ხაჩიაშვილები და თორნიკე ქალდანი პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით გუშინ დააკავა.

დაკავებულების ოჯახის წევრები პოლიციელებს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებდნენ. მათი აყვანის კადრები ინტერნეტში გავრცელდა. სასამართლოს გადაწყვეტილებას სწორედ ამ ფაქტის გახმაურებას უკავშირებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები