03 მაისი 2024,   12:14
ვრცლად
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდინარეში მამაკაცი გადავარდა

მაშველებმა თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს. შემთხვევა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხდა. მდინარეში მამაკაცის გადავარდნის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა. შემთხვევა რესტორან "თავადურის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მისი წყლიდან ამოყვანის შემდეგ მაშველებმა მამაკაცი ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მალევე გაწერეს.

დღის ამბები