07 მაისი 2024,   08:28
ვრცლად
„მე რით განვსხვავდები მიცვალებულისგან,?“ - p.s. მობილი მარტოხელა მოხუცთან იმყოფებოდა

ტყიბულის რაიონის სოფელ ახალდაბაში მცხოვრებ 71 წლის მარტოხელა პენსიონერს თითქმის სამი წელია რაც სოციალური დახმარება მოუხსნეს. უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მოხუცის შემოსავალი მხოლოდ პენსიაა. გარდა ამისა, მოხუცს მძიმე საცხოვრებელ პირობებში უწევს ცხოვრება. 

ლოლა კუბლაშვილის სახლი სოფლის ბოლო წერტილში, მთის და ტყის პირას დგას. მარტოხელა მოხუცს  ტყიბულში ერთოთახიანი ბინა ჰქონდა. სოციალური დახმარების მოხსნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც მისი ტყიბულის ბინა იყო, რომელიც როგორც თავად ამბობს, ცოტა ხნის წინ გაყიდა. ტყიბულის ბინის გარდა, მის ქონებად ბოსტანი და ჩაის ბუჩქები ჩაწერეს. 

თუმცა, მოხუცი ფიქრობს, რომ სოციალური დახამრების მოხსნის მიზეზი პირადი ანგარიშსწორებაა. ლოლა კუბლაშვილი წლების განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდა რაიონის მეტყევეს, რომელიც როგორც თავად ამბობს, ტყეს უკანონოდ ჩეხავდა. 

მოცუხი დარწმუნებულია, რომ სწორედ მეტყევის მიერ განადგურებულმა ქარსაცავმა მისი ისედაც დაზიანებული სახლი დაშლის პირას მიიყვანა.

„მე რით განვსხვავდები მიცვალებულისგან, რომ მიწის ზევით, თორემ მე არ მჯობია კაი ნაპატრონები მიცვალებული?“ - ამბობს მოხუცი.

ავტორი: თაკო მესხი

დღის ამბები