02 მაისი 2024,   10:36
ვრცლად
ხვალ, დილის 08:00 საათზე, ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩევლის მისაღებად - ცესკო

საარჩევნო ბიულეტენები უკვე დაბეჭდილია და ყველა საჭირო ინვენტარი გადაგზავნილია თითოეულ საარჩევნო უბანზე - ეს განცხადება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა გააკეთა.

„თითოეულ საარჩევნო უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაცია. ხვალ, დილის 08:00 საათზე, ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩევლის მისაღებად,“ - აცხადებს ანა მიქელაძე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი, ანა მიქელაძე, აცხადებს, რომ ხვალინდელი არჩევნებისთვის აღნიშნულ უბნებზე რეგისტრირებულია 328 272 ამომრჩეველი.

ანა მიქელაძის თქმით, ამომრჩეველს მერის ასარჩევად მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტინი დახვდება.

„მეორე ტურებში სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში მონაწილეობს ექვსი საარჩევნო სუბიექტი, რომელთაგანაც ორი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია. საერთო ჯამში, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე. მათ შორის, ერთი უბანი არის ქალაქ ქუთაისში, რომელიც არის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანი," - განაცხადა ანა მიქელაძემ. 

ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურები ხვალ, ქუთაისის გარდა, 5 თვითმმართველ ოლქში ჩატარდება. ყაზბეგი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი და მარტვილი - ამ ქალაქებში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა, პირველ ტურში ხმების საჭირო რაოდენობის მოგროვება ვერ შეძლო.

დღის ამბები