02 მაისი 2024,   10:32
ვრცლად
რეაგირება იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა პასუხებს მივიღებთ კონკრეტულ საკითხებზე - კობახიძე შს მინისტრზე

„რეაგირება იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა პასუხებს მივიღებთ კონკრეტულ საკითხებთან და ზოგადად, შსს-ში განხორციელებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით,“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შს მინისტრის პარლამენტში დაგეგმილ მისვლას.

გიორგი მღებრიშვილი ყოველწლიური ანგარიშით მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინაშე ნოემბრის ბოლოს წარსდგება.

პალიტრა ტივის ეთერში ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მინისტრის მისამართით კითხვები არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ საპარლამენტო უმრავლესობასაც ექნება.

„რა თქმა უნდა, კითხვები ექნება როგორც საპარლამენტო უმცირესობას, ისე საპარლამენტო უმრავლესობას, ოპოზიციას და უმრავლესობას მინისტრთან. ეს არის ჩვენი საპარლამენტო ფუნქცია, ეს არის ჩვენი საზედამხედველო ფუნქცია. კითხვები დაისმევა, რა თქმა უნდა, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება რეაგირებას, ეს რეაგირება იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა პასუხებს მივიღებთ კონკრეტულ საკითხებთან და ზოგადად, შსს-ში განხორციელებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები