28 აპრილი 2024,   21:56
ვრცლად
„გარემოს დაცვის სამინისტრო თუ გაუქმდა, მე ამ ცვლილებებს მხარს არ დავუჭერ,“-გია გაჩეჩილაძე

მოუწევს თუ არა პარლამენტს მინისტრთა ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ეს ხვალ გაირკვევა.

კანონმდებლობის თანახმად თუ მინისტრთა კაბინეტის ერთი მესამედი ცვლილებას განიცდის, მაშინ მთავრობის ახალ შემადგენლობას საკანონმდებლო ორგანომ ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს.

„ქართულ ოცნებაში" კონსულტაციები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. 

მმართველ გუნდში თითქმის ყველა ცვლილებების მომხრეა. დეპუტატები ამბობენ, რომ  მაშინ როდესაც საარჩევნო პროცესი დასრულებულია ახლა უკვე დროა დაიწყოს ოპტიმიზაცია მთავრობის ხარჯების და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების და ეს ნაბიჯი სწორედ ამას ემსახურება. მმართველ გუნდში ამბობენ იმასაც, რომ ამ ცვლილებების მიზანი მართვის სისტემის გაუმჯობესებაა.

მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს გიორგი გაჩეჩილაძეს. დეპუტატი ითხოვს, რომ ოპტიმიზაციის ფარგლებში შენარჩუნდეს გარემოს დაცვის სამინისტრო. მისივე თქმით თუ გარემოს დაცვის სამინისტრო გაუქმდება, ის ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

„მე პრობლემა მაქვს ერთადერთი, რომ  გარემოს დაცვის სამინისტრო არ გაუქმდეს.  გარემოს დაცვის სამინისტრო თუ გაუქმდა მე ამ ცვლილებებს მხარს არ დავუჭერ,“-განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები