07 მაისი 2024,   09:51
ვრცლად
პოლიტიკური გულგრილობა უკრაინიდან გამოძევებული ქართველების მიმართ - საგარეო უწყებასთან აქცია იმართება

პოლიტიკური გულგრილობა უკრაინიდან გამოძევებული ქართველების მიმართ - ამ წუთებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება.

შეკრებილების თქმით, უწყებამ კონკრეტული პირები სწორედ პოლიტიკური ნიშნით გამოარჩია და უკრაინაში მათი გატაცების და რამდენიმე დღით გაუჩინარების ფაქტზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენია.

აქცია "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით იმართება. 

უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქე გამოაძევეს. ისინი გუშინ ფოთის პორტში ბორანით ჩამოიყვანეს. 

დღის ამბები