26 აპრილი 2024,   09:15
ვრცლად
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს - ადასტურებენ სუს-ში. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია”, - წერია განცხადებაში.

ადგილორივი მოსახლეობის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილია ერთი სპეცრაზმელი, თუმცა ეს ცნობა ოფიციალურად ჯერ არ დასტურება. სპეცოპერაციის ადგილზე მისული იყო სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე იოსებ გოგაშვილი.

დღის ამბები