28 აპრილი 2024,   12:18
ვრცლად
ჟინვალი-თიანეთის გზის მშენებლობისთვის გამოყოფილი 12 მილიონიდან 4 მილიონ 600 ათასი, სავარაუდოდ, გაიფლანგა

პროკურატურა ჟინვალი-თიანეთის გზის მშენებლობისთვის გამოყოფილი 12 მილიონიდან 4 მილიონ 600 ათასი გაფლანგვის საქმის გამოძიებას განაგრძობს. მილიონობით ლარის გაფლანგვის საქმის კვალი შესაძლოა „ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილ წევრამდე, ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრზე, დავით შავლიაშვილზე მივიდეს.

გაფლანგვის საქმეზე ბრალდებული საგზაო კომპანია "თბილისის" ყოფილი დირექტორი, გიორგი სურამელაშვილია. მან ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან გზების დასაგებად 22 მილიონიანი ტენდერი მოიგო, თანხის ნაწილი 12 მილიონი წინასწარ მისცეს, თუმცა დაპირებული გზები ბოლომდე არ აშენებულა და სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით 4 მილიონ 600 ათასი ლარიც გაქრა.

ასევე, გამოძიებამ უნდა დაადგინოს სურამელაშვილმა თანხა მარტომ მიითვისა და თუ წილი. ე.წ. "ატკატი" სამინისტროს მაშინდელ მაღალჩინოსნებსაც მისცა.

სახელმწიფო ბრალდებით მტკიცებით, საბანკო გარანტია, რომლის საფუძველზეც კომპანიას უწყებამ მილიონები ჩაურიცხა, სამინისტროს თანამშრომლებმა არ შეამოწმეს და საბოლოოდ, ფარატინა ფურცელი აღმოჩნდა. პასუხისგებაში მისცეს, თუმცა სამინსიტროს თანამშრომლები არ დაუკავებიათ.

მივა თუ არა კვალი ინფრასტრუქტურის სამინსიტროს მაღალჩინოსნებამდე, ჯერ უცნობია. „კურიერის“ ინფორმაციით კი სქემაში სურამელაშვილთან ერთად სხვა პირებიც იყვნენ ჩართულები.

სურამელაშვილის და საგზაო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის საქმეში უკვე დაკითხულია ათეულობით მოწმე. რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ჯერჯერობით უცნობია. 

დღის ამბები