26 აპრილი 2024,   09:16
ვრცლად
დეკანოზ გიორგი მამალაძის სკანდალური ჩვენება - სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა დაიწყო

ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლომ  ხმაურით დაიწყო. მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც სხდომა დახურა, დაცვის მხარის პროტესტი მოჰყვა. შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე მსჯავრდებულმა სკანდალური განცხადებების გაკეთება მოასწრო.

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სასამართლოს უამბო, რომ მასზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და ბრალდების მხარე სთხოვდა, ეღიარებინა, რომ ის პატრიარქის მკვლელობას ამზადებდა. თანამონაწილეებად კი ამ საქმეში დეკანოზის თქმით, პროკურატურა მიტროპოლიტ დიმიტრის და იოსებ ოხანაშვილის დასახელებას ითხოვდა.

დეკანოზმა პენიტენციალურ დაწესებულებაში მის მიმართ უფლებების დარღვევაზეც ისაუბრა. მამა გიორგი მამალაძის თქმით, მას არ ეძლევა საშუალება, რომ სამღვდელო კაბა ატაროს და პენიტენციალურ დაწესებულებაში არსებულ ეკლესიაში მღვდელმსახურება აღასრულოს.  

საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მომდევნო სხდომა 20 დეკემბერს არის ჩანიშნული, თუმცა მას მედიის წარმომადგენლები ვეღარ დაესწრებიან. 

დღის ამბები