17 იანვარი 2018,   03:11
ვრცლად
"სემეკის" თავმჯდომარეს დავით ნარმანიასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი აქვს

ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიის წევრად დავით ნარმანიას წარდგენასთან დაკავშირებით, კომენტარი გაკეთდა "სემეკში". როგორც ცნობილია, ორ ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტმა წარადგინა გოჩა შონია და თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავას თქმით, ეს არის კარგი ფაქტი კომისიის საქმიანობისთვის, რადგან ვიქნებით სრული შემადგენლობით.

“ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც 2013 წლის შემდეგ ჩვენ ვიქნებით სრული შემადგენლობით და ბუნებრივია, ეს არის კარგი ფაქტი კომისიის საქმიანობისთვის. გოჩა შონიასთან, ის კომისიის ყოფილი წევრია და გვაქვს თანამშრომლობის დიდი გამოცდილება და რაც შეეხება ბატონ დავთ ნარმანიას, არ მქონია მე მასთან შეხება და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა“ - განაცხადა მილორავამ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

 

დღის ამბები