03 მაისი 2024,   03:14
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრო პარამედიკოსების მომზადებას იწყებს

ჯანდაცვის სამინისტრო პარამედიკოსების მომზადებას იწყებს. სპეციალისტების ჯგუფი გადაუდებელი დახმარების შესახებ ოთხთვიანი კურსის თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს გაივლის.

11 კურსანტი ინტენსიური თეორიული სწავლების გარდა, პრაქტიკულ კურსს სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ეკიპაჟებთან ერთად გაივლის. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, პარამედიკოსები მაღალპრიორიტეტულ, გადაუდებელ სამედიცინო გამოძახებებზე იმუშავებენ.

პროექტი ამიერკავკასიაში პირველად ხორცილდება და მიზნად სწორედ გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს.

დღის ამბები