26 აპრილი 2024,   08:48
ვრცლად
მოსაზრება ჯერ კიდევ საგაზაფხულო სესიის დროს იყო - ზაქარია ქუცნაშვილი "ქართული ოცნების" სამ ფრაქციად დაშლაზე

ქართული ოცნების ფრაქციაში ხდება ის, რასაც ჩვენ ველოდით უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში. იყო მოსაზრება ჯერ კიდევ საგაზაფხულო სესიის დროს, რომ ჩვენი მუშაობის უკეთ კოორდინირების და ორგანიზებულობის მიზნით უფრო მეტი ფრაქციით ხომ არ წარმოვდგენილიყავით პარლამენტში,“ - ეს განცხადება ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, ფრაქცია ქართული ოცნების სამად დაშლასთან დაკავშირებით გააკეთა.

განსხვავებული აქცენტების ეთერში ქუცნაშვილი აღნიშნავს, რომ ფრაქციის დაყოფის ინიციატორი თავად მამუკა მდინარაძე იყო.

ზაქარია ქუცნაშვილი ასევე გამორიცხავს იმ ვერსიას, რომ ახალი ფრაქციების გამოყოფა გაჩეჩილაძის და პრემიერის საჯარო დაპირისპირების შედეგად მოხდა.

ქუცნაშვილის თქმით, ბიძინა გეგიძე, რომელიც „უცნობის“ მეგობარია, ფრაქციის შემქნის ინიციატორი არ ყოფილა.

„ბიძინას არასდროს არ დაუსვამს ეს საკითხი. ვთქვათ, რომ მოდი, ხალხო, ფრაქცია შემიქმენით. ბიძინა არ ყოფილა ამ იდეის ავტორი, ბიძინა კიდევ უფრო მეტი, მეგობარია ჩვენი პრემიერმინისტრის და აქედან გამომდინარე, მოლოდინი იმის ან აზრის გაჩენა მცდარი აზრია,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ქართული ოცნების წევრი ამბობს, რომ განხილვის დროს ბიძინა გეგიძის კანდიდატურის განხილვის დროს ისევე, როგორც გოჩა ენუქიძის შემთხვევაში, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

ქუცნაშვილი აღნიშნავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ნიშნები იკვეთება, რადგან ამ შემთხვევაში ჩანს, რომ პრემიერმინისტრზეც არაა დამოკიდებული ყველაფერი.

„მე იმის მოწოდებაში, რომელიც შეიძლება, „უცნობს“ უცნაურად მოეჩვენა, იმიტომ, რომ პრემიერმინისტრი იყო და არ ჩაერიო ასეთ საკითხებში, რთულია,“ - განაცხადა ქუცნაშვილმა.

დღის ამბები