24 აპრილი 2018,   20:29
ვრცლად
„მე ვადანაშაულებ პრეზიდენტ პოროშენკოს“ - მიხეილ სააკაშვილმა სკანდალური დოკუმენტები წარადგინა

მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა კიევის სააპელაციო სასამართლოში გადაიდო. 3 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და პროცესი 19 იანვრამდე გადადო. აღნიშნული შუამდგომლობა დაცვის მხარემ იმის გამო დააყენა, რომ დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდნენ რადას ის დეპუტატები, რომლებიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს თავდებში უდგებიან.

თავად ბრალდებულმა კი, პროკურატურა სიმართლის დაფარვაში დაადანაშაულა. მიხეილ სააკაშვილმა სკანდალური დოკუმენტები წარადგინა. მისი თქმით, იანუკოვიჩმა ფული პოროშენკოს ფინანსისტების დამხარებით, უკრაინიდან გაიტანა და ახლა პროკურატურა ცდილობს, ამ დანაშაულს სააკაშვილის სახელი დაუკავშიროს.

„ამ საქმეს ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მოვიგებთ, მოვიგებთ არა მხოლოდ იმით, რომ მე გამამართლებენ, არამედ იმისთვის, რომ მათ მარცხი განიცადონ და სასამართლომდე მოვიყვანოთ. გუშინ გამოქვეყნებული დოკუმენტის შემდეგ, რომელიც ქვეყნიდან იანუკოვიჩისა და კურჩენკოს მილიარდნახევრის გატანას ეხება, ვერავინ დამაჯერებს, რომ თვითონ პოროშენკო არ მონაწილეობა ამ ყველაფერში, რადგან ბატონი გონტარევი არის პრეზიდეტის მარჯვენა ხელი. პასინიუკის მეშვეობით კი, პოროშენკოს ყველა ფინანასური ტრანზაქცია ხორციელდება. შეუძლებელია, რომ პოროშენკო ამ ყველაფრის კურსში არ ყოფილიყო.

"მე ვადანაშაულებ პრეზიდენტ პოროშენკოს, რომ მან პირადად გასცა სანქცია თანხის საზღვარგარეთ გატანაზე. გონტარევის კომპანიამ ამისთვის პროცენტი მიიღო. არის "ატკატის" არაოფიციალური პროცესები, რომელიც გამოძიებამ უნდა დაადგინოს. საქმე გვაქვს ფართომასშტაბიან აფიორასთან და დანაშაულის დაფარვასთან. ნუთუ არაფერია საეჭვო იანუკოვიჩთან დაკავშირებული ასეთი მასშტაბის ტრანზაქციასთან. ამ საქმეს ცუდი სუნი ასდის. თავხედობა ჰყოფნით და მე მასამართლებენ. ეს არის უმაღლესი ხარისხის აბსურდის თეატრი,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის განხილვის გადადებას გამოეხმაურა.

"ეს არის პროცედურული გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ სრულიად ლოგიკურად მიიღო. მოსამართლემ სამართლიანად დააკმაყოფილა სხდომის გადატანის შესახებ ჩვენი შუამდგომლობა,“ - განაცხადა ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ.

 

ავტორი: ზურაბ ხვისტანი. 

დღის ამბები