27 აპრილი 2024,   07:34
ვრცლად
3 მილიონი დოლარი და წილების გადანაწილება - "ნეტგაზეთი" "TV პირველში" მიმდინარე მოვლენებზე წერს 

,,TV პირველის” გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, სტატიას ,,ნეტგაზეთი“ აქვეყნებს. სტატიას ავტორი თან ურთავს რამდენიმე დოკუმენტს, სადაც 10 თებერვალს განვითარებული მოვლენებია ასახული.

სტატიაში ნათქვამია, რომ სწორედ 10 თებერვალს, ბიზნესმენმა თემურ უგულავამ ,,TV პირველის“ მფლობელის - ვახტანგ წერეთლისგან ერთ მილიონ ამერიკულ დოლარად შპს “ს ინვესტის” წილის 50% შეიძინა. 50% წილის მფლობელად ოფიციალურად დარეგისტრირდა თემურ უგულავა, დანარჩენი 50% -ს მფლობელი კი უცვლელი დარჩა – ის ბიზნესმენი თენგიზ ფერაძეა.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, თენგიზ ფერაძეს ნათესაური კავშირი აქვს, როგორც თემურ უგულავასთან, ისევე ვახტანგ წერეთელთან და მის მამასთან, ავთანდილ (ჭუტა) წერეთელთან.

საჯარო რეესტრის მიხედვით, ვატო და ავთანდილ წერეთლები ფერაძესთან ერთად წლების განმავლობაში არაერთ კომპანიას ფლობდნენ და შესაბამისად, ბიზნესპარტნიორები იყვნენ. თენგიზ ფერაძეს მჭიდრო ბიზნეს–კავშირები აქვს თემურ უგულავასთანაც. გამოცემის ცნობებით, სწორედ თენგიზ ფერაძეა ვახტანგ წერეთლის მიერ მინდობილი ის პირი, რომელიც “აჭარაბეთში” ფლობდა წერეთლის წილს და რომლის გეგმებისა და დამოკიდებულების ცვლილებაზე დახურულ შეხვედრაზე ტელეკომპანიის მფლობელმა ასევე ისაუბრა არასამთავრობოებთან.

სტატიის ავტორი ამბობს, რომ გარიგება შეეხო კიდევ ერთ კომპანიას, რაშიც თემურ უგულავამ 3 მილიონი დოლარი გადაიხადა; ამ გარიგებებიდან მეორე დღეს, 11 თებერვალს კი ვატო წერეთელმა არასამთავრობოებს უთხრა, რომ თემურ უგულავასთან ყველა სადავო ბიზნესზე მორიგდა და მასთან არაფერი აკავშირებდა.

დღის ამბები