03 მაისი 2024,   04:46
ვრცლად
მოსამართლე შავაძეზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლა - ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან ფაქტების შესწავლას ითხოვს 

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი, საბჭოს მიმართავს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების შესწავლისკენ მოუწოდებს.

ნაზი ჯანეზაშვილი საკითხის დაყენებას დღევანდელ სხდომაზე გეგმავს.

საუბარია ირაკლი შავაძის განცხადებაზე, რომელიც  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მის უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის მიზეზად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან დაპირისპირებას ასახელებს.  

მოსამართლე შავაძის მტკიცებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე  დავით მამისეიშვილი არაერთხელ ცდილობდა მის სასამართლო გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება მოეხდინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები