26 აპრილი 2024,   09:10
ვრცლად
ყაჩაღობა საიუველირო მაღაზიაში - გამოძიებას თავდამსხმელი იდენტიფიცირებული ჰყავს

ძველ თბილისში საიუველირო მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიებას დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავს, თუმცა ის დაკავებული არ არის.

"MONTE"-ში ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. მაღაზიაში, დაახლოებით, ერთი საათის წინ შეიარაღებულმა თავდამსხმელმა საიუველირო სალონი დააყაჩაღა.

როგორც "კურიერისთვის“ ცნობილია, მაღაზიიდან დამნაშავემ, რომელსაც სახეს სამედიცინო ნიღაბი უფარავდა, ათასობით ლარის ღირებულების ძვირფასი ნაკეთობები გაიტაცა.

თავდასხმა საიუველირო სალონზე დედაქალაქის ერთ-ერთ ტურისტულ ზონაში მოხდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები