19 აპრილი 2018,   17:54
ვრცლად
იან კელი "რუსთავი2"-ზე განხორციელებულ ძალადობას გმობს

„რუსთავი2“-ის შენობასთან მომხდარ ძალადობას გმობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში.

იან კელის თქმით, აუცილებელია დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი და წარიმართოს გამოძიება.

„ეს არის სამართლებრივი საკითხი. არავინ არავის უნდა დაესხას თავს და გამოავლინოს ძალადობა განსხვავებული აზრის გამო ეს განსაკუთრებით ეხება მედიის წარმომადგენლებს იმედი მაქვს ,რომ დადგება პასუხისმგებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით და გამოძიება წარიმართება“-განაცხადა იან კელიმ.

დღის ამბები