26 აპრილი 2024,   09:14
ვრცლად
წარმატებული ქართველი პოლიტიკოსი ჰააგაში-საკრებულოს წევრ ნინო დავითულიანს ჰააგას მერობას უწინასწარმეტყველებენ

წარმატებული ქართველი პოლიტიკოსი ჰააგაში- ქალაქის საკრებულოში უმრავლესობაში მყოფი გუნდის წევრი ნინო დავითულიანია. ის არჩევნებში პარტიული სიის მეოთხე ნომერი იყო, შესაბამისად საკრებულოში დეპუტატის გარანტირებული ადგილიც დამსახურებულად მიიღო. ახლა მან ჰააგის უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს, განსაკუთრებით, ემიგრანტებისგან მომდინარე პრობლემების მოგვარებაზე.

ვინაიდან  პარტია "გრუპ დემოსი,“ რომლის წევრიც არის ნონო დავითულიანი და რომელიც საკრებულოში უმრავლესობით შევიდა, დიდი ალბათობით, გუნდის ლიდერი ვიცე-მერი გახდება. თავად ნინოს შემთხვევაში კი არ გამორიცხავენ, რომ ერთ დღეს ნიდერლანდების მეფემ ის ჰააგის მერადაც კი დაასახელოს.

ნინოს ოჯახმა საქართველო 20 წლის წინ დატოვა. მისი მამა მუსიკოსი იყო და პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად ჰოლანდიაში ოჯახთან ერთად გადასახლდა.   

დღის ამბები