27 აპრილი 2024,   03:24
ვრცლად
ნეიმარი და კავანი - დაპირისპირების მიზეზი ფულია

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეიმარის და კავანის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პსჟ-ში დაწესებული ბონუსია, რომელსაც ფეხბურთელი ბომბარდირობის შემთხვევაში იღებს.

პსჟ-ს შემტევებს სურთ ბევრი გოლის გატანა, რადგანაც მათ კონტრაქტში შესაბამისი პუნქტი დევს - ბევრი გოლი და მიღებული ბონუსი.

ფრანგული მედიის მტკიცებით, ნეიმარსა და კავანის შორის დაპირისპირება გასახდელშიც გაგრძელდა. მათი დაწყნარება გუნდის კაპიტანმა, ტიაგო სილვამ შეძლო. კავანიმ კი სწრაფად აიღო თავისი ნივთები და პსჟ-ს სტადიონის ტერიტორია ჟურნალისტებისთვის შეუმჩნევლად დატოვა. ასევე, ფრანგული ინტერნეტ გამოცემის გადამოწმებული ინფორმაციით, ნეიმარმა სოციალურ ქსელში კავანის გვერდის გამოწერა გააუქმა, რაც ბრაზილიელის დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ლიონის შეხვედრაში დანი ალვეშმა ედისონ კავანის ბურთი "დაუმალა" და ჯარიმის დარტყმის საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ კი კავანიმ თხოვნის მიუხედავად ნეიმარს პენალტის შესრულების უფლება არ დაუთმო და გატანა ვერ მოახერხა.

დღის ამბები