15 ნოემბერი 2024,   03:06
ვრცლად
რა ხდება პსჟ-ში? დანი ალვეშმა კავანის, კავანიმ კი ნეიმარს არ დაუთმო

საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატში პსჟ-ლიონის დაპირისპირების დროს ორი ეპიზოდი დაფიქსირდა, რის შემდეგაც მსოფლიოს სპორტულმა მედიამ გუნდში არსებულ ცუდ ატმოსფეროზე დაიწყო საუბარი.

დანი ალვეშმა ედისონ კავანის ბურთი "დაუმალა" და ჯარიმის დარტყმის საშუალება არ მისცა. კამერებმა ურუგვაელი თავდამსხმელის უკმაყოფილო სახეც დააფიქსირეს. ამის შემდეგ კი კავანიმ თხოვნის მიუხედავად ნეიმარს პენალტის შესრულების უფლება არ დაუთმო და გატანა ვერ მოახერხა.

მატჩი პსჟ-ს გამარჯვებით 2:0 დასრულდა, თუმცა ორივე შემთხვევაში ავტოგოლი დაფიქსირდა. 6 ტურის შემდეგ ლიგა 1-ში პსჟ 18 ქულით პირველ ადგილს იკავებს.

 

დღის ამბები