04 მაისი 2024,   11:11
ვრცლად
ქიმიური იერიში - ტრამპი საპასუხო ზომებისთვის ემზადება

დონალდ ტრამპი სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტზე საპასუხო ზომებისთვის ემზადება.

თეთრის სახლის პრეს-სპიკერის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, სამხედრო ჩარევის გარდა საპასუხო ქმედებების რამდენიმე შესაძლებლობას განიხილავს.

სარა სანდერსის თქმით დონალდ ტრამპი, გუთაში მომხდარ ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას სირიასა და რუსეთს აკისრებს.

სირიაზე სამხედრო დარტყმისთვის მზადყოფნა გამოთქვეს პენტაგონში. თავდაცვის მინისტრის, ჯეიმს მატისის განმარტებით, ამ ეტაპზე შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები დაზვერვის მონაცემებს სწავლობენ.

მიუხედავად ამ განცხადებისა, ვირჯინიის შტატში მდებარე ნორფოლკის საზღვაო ბაზა შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდებმა უკვე დატოვეს. სამხედრო ავიამზიდები სირიის სანაპიროსთან სავარაუდოდ მაისის დასაწყისში ჩავლენ.

დღის ამბები