02 მაისი 2024,   09:05
ვრცლად
სრულიად შემთხვევით დაჭრეს, ბრმა ტყვია მოხვდა - თვითმხილველები ფანასკერტელზე მომხდარ ინციდენტს იხსენებენ

ფანასკერტელის ქუჩაზე 45 წლის მამაკაცის დაჭრას წინ ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი უძღოდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ დაჭრილი ჩხუბში არ მონაწილეობდა და მას ტყვია შემთხვევით მოხვდა. ჭრილობა მამაკაცს ყელის არეში აქვს მიყენებული.

„ჩხუბში არ მონაწილეობდა, სრულიად შემთხვევით დაჭრეს, ბრმა ტყვია მოხვდა,“- აცხადებენ ადგილობრივები.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჩხუბში 20-25 წლის ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.

ექიმის თქმით, პაციენტს რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ირაკლი ფიფიას განცხადებით, დაჭრილის მდგოამრეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დაჭრილს ტყვია, სავარაუდოდ, საფანტის იარაღიდან აქვს ნასროლი.

ამავე თემაზე
დღის ამბები