06 დეკემბერი 2021,   12:37
ვრცლად
„ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია" - შს მინისტრი აქციის ორგანიზატორებთან მოლაპარაკების შესახებ საუბრობს

„არანაირ ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია,“- ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების გასაპროტესტებლად გამართული აქციის ორგანიზატორებთან მოლაპარაკების შესახებ გააკეთა.

გიორგი გახარიამ დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა, ხომ არ განხორციელდა აქციის ორგანიზატორების მისამართით ფსიქოლოგიური ზეწოლა, რადგან აქცია დაიშალა.

ერთადერთი მიზეზის გამო, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის ამ ქვეყნის მომავალი და ისიც გვესმის, რომ იმ ახალგაზრდებიდან, რომლებიც რუსთაველზე იყვნენ გამოსულები, დიდი ნაწილს არც ნარკოტიკის გავრცელებასთან აქვთ კავშირი და არც მოხმარებასთან. უბრალოდ გამოყენებული იყო არასწორი ძალების მიერ გარკვეული ენერგია, ამიტომ შევძელით იმ შეთანხმების მიღწევა, რასაც მივაღწიეთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები