16 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
აქციის მონაწილეებმა ქუთაისში, თეთრ ხიდზე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი რეგიონებში გრძელდება. ქუთაისში, თეთრ ხიდზე, ქალაქის ჰიმნის თანხლებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.

შეკრებილების თქმით, კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი, რომელიც შეაფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. დღესვე, აქციის მონაწილეები ქუთაისის ქუჩებში მსვლელობას გამართავენ.

დღის ამბები