02 მაისი 2024,   22:01
ვრცლად
"მაუწყებლის მენეჯმენტმა მოიფიქრა, მათი აზრით, ძალიან კარგი ფორმა... სინამდვილეში, ეს გათავისუფლებაა" - სულხან სალაძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლების ხვდებიან, რომლებიც შესაძლოა, სამსახურის გარეშე დარჩნენ.

საია შეეცდება, გაარკვიოს, მაუწყებლის ხელმძღვანელობის შეთავაზებაში ხომ არ იკვეთება სამართლებრივი გადაცდომა. 150-მდე თანამშრომელს უკვე აცნობეს, რომ საათობრივი ანაზღაურება ექნებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაათავისუფლებენ.

„პრაქტიკულად ამ შეთავაზებით, მიუხედავად იმისა, რომ აქ გათავისუფლებაზე არ არის საუბარი, თუკი არ დასთანხმდებიან ამას, როგორც ჩანს, აუცილებლად მოჰყვება გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. მეორე მხრივ, დათანხმება ამ შეთანხმებაზე ასევე არაპირდაპირ ნიშნავს გათავისუფლებასა, ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი არ იღებს არანაირ ვალდებულებას, რომ ოდესმე ამ ადამიანებს დაუძახებს ან კონკრეტულად წლის განმავლობაში რამდენჯერმე მისცემს თავის უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას.

"ის დოკუმენტი, რაც ჩვენ ვნახეთ, რეალურად ეს არის გათავისუფლება. უბრალოდ, მაუწყებლის მენეჯმენტმა მოიფიქრა, მათი აზრით, ძალიან კარგი ფორმა, როდესაც საუბრობენ, რომ ჩვენ გთავაზობთ სხვა ტიპის შრომით ურთიერთობას და არა გათავისუფლებას, სინამდვილეში, ეს არის გათავისუფლება,“ - ამბობს სულხან სალაძე.

დღის ამბები