02 აპრილი 2025,   06:15
ვრცლად
ამ ბიჭს რაც უქნეს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა, ციხეში არ გაუკეთებიათ მისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს - გაბედავას სკანდალური ინტერვიუ
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      „ქართული ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერი გიორგი გაბედავა „კურიერთან“ ინტერვიუში ხელისუფლების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს. მისი თქმით, მას ცრუ ბრალდებებით ხშირად უკანონოდ აკავებდნენ.

      გაბედავამ კონკრეტული ისტორიაც გაიხსენა. მისი თქმით, მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემისთვის მისი მეგობარი სუს-ის მაღალჩინოსნებმა დააკავეს და ოქროყანის ტყეში აიყვანეს.

      გიორგი გაბედავა საკუთარი მეგობრის სახელსა და გვარს არ ასახელებს, რადგან ამბობს, რომ მას არაადამიანურად მოეპყრნენ და ფაქტი შემდეგ ვიდეოკამერით გადაიღეს, კადრებით კი მეგობარს აშანტაჟებდნენ, რომ მას გაბედავას წინააღმდეგ ჩვენება მიეცა.

      „დამიკავშირდა ადამიანი, რომელსაც ციხიდან ვიცნობდი, რომ მან საზარელი რამ მომიყვა და მივხვდი, რომ საქართველოში გაჩერება აღარ შემეძლო. მან ამიხსნა ძალიან მძიმე სურათი დამიხატა, თუ როგორ აიყვანეს ოქროყანაში სუს-ის მაღალჩინოსნებმა, როგორ აწამეს ის იმის სანაცვლოდ, რომ ეთქვა ჩემზე, რომ მე თურმე ვაუპატიურებდი  პატიმრებს ციხეში. ამ ბიჭს რაც უქნეს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა, ციხეში არ გაუკეთებიათ მისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს,“- განაცხადა გიორგი გაბედავამ.