17 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
„ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ უკან დაიხიოს"-ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ოპოზიციის აქცია დაიწყო

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნით დედაქალაქის მთავარ გამზირზე რამდენიმე წუთში სიტყვით გამოსვლები დაიწყება. ხელისუფლების ოპონენტები 28 ნოემბრის არჩევნებს არ აღიარებენ. აქციის ორგანიზატორები მას სამარცხვინოდ და საქართველოს მოსახლეობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევენ, რომელსაც საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს. გაერთიანებული ოპოზიცია მთავარ მოთხოვნად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს, რომელიც პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით უნდა ჩატარდეს.

როგორც ზაალ უდუმაშვილის აცხადებს, დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილები შეეცდებიან ხმა მიაწვდინონ ხელისუფლებას, რომელმაც ხალხს არჩევნები მოჰპარა.

„ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ ერთი მიზნით, რომ რაც შეიძლება ხმამაღლა გავაგონოთ ჩვენი პროტესტი იმ ხელისუფლებას, რომელმაც მოჰპარა 28 ნოემბერს არჩევნები საკუთარ ხალხს. დიახ, ეს იყო ქურდულ-კრიმინალური სინდიკატი, რომელთანაც იყო შეკრული ხელისუფლება და სწორედ ამ მეთოდებით მათ საქართველოს მოსახლეობას მოპარეს არა მხოლოდ პრეზიდენტის არჩევანი, არამედ მოჰპარეს ამ ხალხს განესაზღვრათ საკუთარი მომავალი,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით გაერთიანებული ოპოზიცია გამოიყენებს ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტს იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგეს.

„ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ უკან დაიხიოს და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

დღის ამბები