17 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
"დესტრუქციას არ აწყობს ოპოზიცია, დესტრუქციას აწყობს ხელისუფლება, რომელიც არ უსმენს ხალხს,"-გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის აქცია რუსთაველის გამზირზე წუთიერი დუმილით დაიწყო. შეკრებილებმა პატივი მიაგეს ერთი წლის წინ მოკლული დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის ხსოვნას.

წუთიერი დუმილის შემდეგ, აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გიორგი ვაშაძემ და მან ჩატარებულ არჩევნები შეაფასა. გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, ადგილი ჰქონდა უპრეცედენტო გაყალბებას, მოსყიდვას, ზეწოლას, შანტაჟს.

"ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ხელისუფლება ეკუთვნოდეს ხალხს და არა რომელიმე დაჯგუფებას. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველოს იყოს დემოკრატიული ქვეყანა. და ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ საქართველოში ქართველ ხალხს ეკუთვნოდეს ხმა და ეს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ წაართვას მას,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აქციის არც ერთი მონაწილე არ შეეგუება იმ უსამართლობას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

„ხშირად საუბრობენ დესტრუქციაზე. დესტრუქციას არ აწყობს ოპოზიცია, დესტრუქციას აწყობს ხელისუფლება, რომელიც არ უსმენს ხალხს და არასდროს მათ პასუხს არ სცემს თავისი მოქმედებებით. აი ამიტომ ვართ აქ,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ "ქართულ ოცნებასაც" მიმართა და აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა ძალიან კარგად იცის რა მეთოდებით გააყალბეს არჩევნები ამიტომ ისინი ვალდებულები არიან დააკმაყოფილონ რუსთაველის გამზირზე შეკრებილების მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევებში გიორგი ვაშაძის თქმით, მასშტაბები იქნება გაცილებით დიდი. 

გაერთიანებული ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე მხარდამჭერებთან ერთად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით შეიკრიბა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები