17 ნოემბერი 2024,   05:39
ვრცლად
"შუბლს გაგიხვრიტავ ბიჭოო“- ემზარ ზურაბიშვილის ადვოკატი "წიქვილში" მომხდარი სისხლიან გარჩევის დეტალებზე საუბრობს

წყნეთში, რესტორან "წისქვილში" სისხლიან გარჩევაში მონაწილე გიორგი ყანჩაველს სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ. დაპირისპირებისას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 3 ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსანი დაიჭრა. ადგილზე საპატრულო პოლიციის მისვლამდე კი დამნაშავეებმა გაქცევა შეძლეს.

პოლიციელებმა მხოლოდ ერთ პირი ემზარ ზურაბიშვილი დააკავეს. თუმცა ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩხუბში არ მონაწილეობდა და ის ცდილობდა, დაპირისპირებული მხარეები გაეშველებინა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შუაში ჩაუდგა იარაღმომარჯვებულ პირს, რომელიც იმუქრებოდა გიორგის მიმართ. და ეს პირი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ დროს იჯდა მეექვსე მაგიდასთან, საიდანაც ჩოჩქოლზე გავიდა და შუაში ჩადგა და ისე გაიყვანა გიორგი,“- აცხადებს ემზარ ზურაბიშვილის ადვოკატი.

მისივე თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ერთ-ერთ თანამშრომელს, ჭაბუა გუშარაშვილს თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც ის გიორგი ყანჩაველს ემუქრებოდა.

„ამბობენ, სამსახურებრივი საშტატო იარაღი იყო და სამსახურებრივი იარაღით რესტორანში სიარული აკრძალულია. შუბლს გაგიხვრიტავ ბიჭოო“- აცხადებს ადვოკატი.

ემზარ ზურაბიშვილს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები