
This is a modal window.
სოფელ მუკუზანის და ველისციხის კვეთასთან, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები თელავისკენ გზას ფეხით აგრძელებენ. ისინი ხელოვნურად შექმნილ ავტობუსების კორდონს გვერდს უვლიან და დაგეგმილ აქციაზე მიემართებიან. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის პირველად მოხდა დაპირისპირება.
ადგილზე იმყოფება პუბლიცისტი, თაკო ჩარკვიანი, რომელიც აქციის მონაწილეებთან ერთად, ფეხით გაემართება დანიშნულების ადგილამდე.
„სამარცხვინო ხელისუფლების სამარცხვინო საქციელი. გასული კონსტიტუციის ფარგლებიდან, როგორც ამას აკეთებენ. ამათთვის კონსტიტუცია არ არსებობს, ამათთვის არის ბიძინა ივანიშვილის წესდება, ამ ოლიგარქის წესდების მიხედვით უნდათ, რომ საქართველომ იცხოვროს. მოუყვანონ ცრუ სალომე ცრუ არჩევნებით,“ - განაცხადა ჩარკვიანმა.
მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები ფეხით სვლით გაემართებიან თელავისკენ.
„გადაკეტეს გზა სამარცხვინოდ, დაგვახიეს თავზე კიდევ ერთხელ კონსტიტუცია, საქართველოში არ არსებობს არჩევნები. ქალბატონი არ არის არჩეული ხალხის მიერ და უნდათ, რომ ცრუ სალომე დაგვისვან პრეზიდენტად,“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.