24 ოქტომბერი 2020,   22:33
ვრცლად
მერიის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გადადგა 

მერიის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორმა თანამდებობა დატოვა. მამუკა კობახიძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიაშიც ადასტურებენ. კობახიძე „ყაზტრანსაგაზ - თბილისის“ გენერალური დირექტორის თანამდებობასაც იკავებს.  

მერიაში განმარტავენ, რომ კობახიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

მამუკა კობახიძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია დღეს ალეკო ელისაშვილმა გაავრცელა.
ელისაშვილის თქმით, კობახიძის ადგილზე უკვე დაინიშნა გიორგი შარკოვი.

დღის ამბები