02 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
მკვლელობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში - ძმამ ძმას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავაბულია ერთი პირი.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. მკვლელობას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები